სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ჩვენებას „პუბლიკის“ რეპორტიორი აძლევს

12.12.24 12:05
სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ჩვენებას „პუბლიკის“ რეპორტიორი აძლევს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ჩვენებას „პუბლიკის“ რეპორტიორი აძლევს 

მინდია გაბაძე მოწმის სახით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილით და 239-ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

აღნიშნული მუხლები გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მონაწილეობას/ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას; ამავე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე.

შეგახსენებთ, რომ მინდია გაბაძეს 6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ უცნობი ნიღბიანი პირები. პოლიცია ფაქტს შეესწრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. მინდია გაბაძეს ტვინის შერყევა დაუდგინდა. სახეზე აქვს დალურჯება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „პუბლიკის“ რეპორტიორი ჯერ არ გამოუკითხავს.

მსგავსი სიახლეები