ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლე ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყანეს
საქალაქო სასამართლოში 10-17 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს. ზვიად ცეკვავა 11 პირიანს საქმეს განიხილავს, სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან დაბარებული. ყველა მათგანს გზის ხელოვნულ გადაკეტვას ედავებიან.
სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, უფლებამდაცველებმა ზვიად ცეკვავას ფაქტებით დაუსაბუთეს, რომ არის მიკერძოებული და ის ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, თუმცა მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.