4-მა სპეცრაზმელმა გამიტაცა აქციიდან, მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი - გიორგი ბრეგვაძე

12.12.24 14:12
4-მა სპეცრაზმელმა გამიტაცა აქციიდან, მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი - გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზე, როდესაც დააკავეს.

ბრეგვაძე იხსენებს, როგორ გაიტაცა აქციიდან 4-მა სპეცრაზმელმა და როგორ ახოხიალა მუხლებით. ასევე ახალგაზრდის თქმით, მას სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონიც მოპარეს. 

ორი წუთის მისულები ვიყავით აციაზე, როდესაც ხმამ გამოცხადა დაიშალეთო. ბეასთან მივედი, წავიდეთ, განვერიდოთ სიტუაციასთქო და ზუსტად ამ დროს 4 სპეცრაზმელი მომვარდა, ჰაერში ამიტაცეს და გამიტაცეს. მერე ხელიდან გავუვარდი, ვეღარ ამიყვანეს და ძირს მახოხეს. მთელი მუხლები ჩალურჯებული მაქვს. მირტყამდა 3 სპეცრაზმელი. გადრა ამისა, ჩემი სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი, რომლსი სესხსაც ახლაც ვიხდი, ამომაცალეს, მომპარეს, დამირეკეს ერთი საათით ადრე და კი ხედავთ რა ფორმაში მოვედი სასამართლოში. მარა მგონია, რომ ეს სიმბოლურია, რადგან სასამართლო სასამართლოს აღარ ჰგავს და მგონია, სასადილოში მოვედი", - ამბობს ბრეგვაძე. 

გიორგი ბრეგვაძეს პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები