ყველა ერთად, ერთიანი ძალებით, ძალიან წყნარად მივიყვანთ ქვეყანას ახალ არჩევნებამდე - მამუკა ხაზარაძე

12.12.24 14:24
ყველა ერთად, ერთიანი ძალებით, ძალიან წყნარად მივიყვანთ ქვეყანას ახალ არჩევნებამდე - მამუკა ხაზარაძე

ჩვენ, ყველა ერთად, ერთიანი ძალებით, ძალიან წყნარად მივიყვანთ ქვეყანას ახალ არჩევნებამდე - ამის შესახებ სამი პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ახლა აუცილებელია კომინიკაცია იმ ჯგუფთან, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს და რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგას, ბოლოს კი, მისი განცხადებით, საერთო კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება პრეზიდენტთან მოხდება. 

დღეს მოისმინეთ ძალიან მკაფიო განცხადება გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების, რას ვაპირებთ, მოგახსენებთ როცა გვექნება კომუნიკაცია და შეთანხმება პრეზიდენტთან კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ შემდეგი შეხვედრები აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ჯგუფთან, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების ბრძოლა. ეს არის სრულიად საქართველოს ბრძოლა ევროპული კურსისთვის, მშვიდობისთვის, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ამ ადამიანებთან და ერთიანი ძალებით მივიყვანთ ქვეყანას ძალიან წყნრად ახალ არჩევნებამდე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და საერთო განცხადებაც გაავრცელეს. 

მსგავსი სიახლეები