“დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები“ - IT სპეციალისტების მსვლელობა გრძელდება

12.12.24 15:19
“დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები“ - IT სპეციალისტების მსვლელობა გრძელდება

IT სპეციალისტების მსვლელობა გრძელდება - კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები საყვირების და საპროტესტო ბანერების დახმარებით, “ოცნების“ რეჟიმს აპროტესტებენ.

ისინი მსვლელობით სხვადასხვა ადგილებისკენ მიდიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმაში, რასაც მე-15 დღეა “ოცნება“ ქართველ ხალხს უკეთებს, “ქართული არაფერი ურევია.“

როდესაც თავისუფალი სიტყვა მოქალაქეებს ეზღუდებათ, მანდ სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, გავხდებით ჩვეულებრივი ბელარუსი“, - ამბობს აქციის მონაწილე.

მათივე თქმით, სათქმელი მოკლე და გასაგებია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი გამოცდილება და სწავლა ეფუძნება აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს, როცა ამ ყველაფერზე უარს იტყვი, მაშინ ჩვენი დონეც ნელ-ნელა ჩამორჩება“, - ამბობს აქციის მონაწილე.

ყველას დაგვემართება ის რაც ხდება, ის რომ ყველას იჭერენ, კონსტიტუცია არ აინტერესებთ, კანონი არ კანონობს. ის ვინც ხმას არ იღებთ ამ უსამართლობაზე და ფიქრობთ, რომ დაცული იქნებით ამ მთავრობისგან, ნუ მოტყუვდებით, მეგობრებო, გაიხსენეთ ჩვენი წარსული, როდესაც ასეთ ადამაინებსც სჯიდა სისტემა“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

IT სპეციალისტები ორდღიან გაფიცვას აცხადებენ - ტექნოლოგიური კომუნის წევრები, უარს ამბობენ სამსახურებში მისვლაზე.

მსგავსი სიახლეები