მოვითხოვთ, კონსერვატორიამ დაგმოს "ოცნების" გადაწყვეტილება და გათავისუფლდეს ანრი კაკაბაძე - გიორგი გიგაშვილი
პიანისტი გიორგი გიგაშვილი, რომელიც ამ წუთებში მუსიკოსების მსვლელობას მიუყვება, კონსერვატორიისგან მოითხოვს, რომ დაგმოს "ოცნების" გადაწყვეტილება ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს უკანონო პატიმრობაში მყოფი კოსერვატორიის სტუდენტი გაათავისუფლოს.
107 წლის მანძილზე კონსერვატორია ერთსულოვნად არასდროს არ იდგა ხალხის გვერდით, მოვითხოვთ, რომ გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ ის ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას და ეს ნათლად უნდა გამოჩნდეს. მეორე მოთხოვნაა, რომ ჩვენი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს", - ამბობს გიორგი გიგაშვილი.