რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, ვატო ბჟალავა “გაიტაცეს“ - მოქალაქე

12.12.24 16:25
რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, ვატო ბჟალავა “გაიტაცეს“ - მოქალაქე

რამდენიმე წუთის წინ, ჭავჭავაძეზე ვატო ბჟალავა დააკავეს. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერს, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსად წაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი არ იციან და ეძებენ.

რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!“, - წერს ნათია ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ვატო ბჟალავა გუშინ სასამართლოში იყო დაბარებული.

ცნობისთვის, ვატო ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.

გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები