მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - თბილისის ქუჩები პარალიზებულია

12.12.24 17:09
მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - თბილისის ქუჩები პარალიზებულია

მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - თბილისის ქუჩები პარალიზებულია. მთელ ქალაქში პროტესტის და საყვირებისს ხმები ისმის.

IT სფეროს წარმომადგენლები, დილიდან ამ დრომდე, ქუჩა-ქუჩა დადიან და ახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების ითხოვენ.  

რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეეები ცოტა ხნის თბილისის მერის, კახი კალაძის სამსახურთან მივიდნენ, მისასვლელი გზები გადაკეტეს და უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლება მოითხოვეს.   

IT სპეციალისტების გვერდით დგანან სტუდენტები, მომღერლები, მსახიობები და კომპოზიტორებიც.

მსვლელობის მონაწილეებს სოლიდარობას საქართველოს და ევროკავშირის დროშებით უცხადებენ ის ადამიანებიც, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, ახლა ქუჩაში ვერ დგას.

რეჟიმი ყოვლეთვის დგას ტყუილზე და ძალადობაზე, ეს ორი კომპონენტი გაერთიანდა, სწრაფად და სასტიკად, ტყუილით ვეღარ შეფუთეს, მიუხედავად იმის რომ ბევრი ფული დახარჯეს, ახლა გადავიდნენ ქმედებაზე. ვხედავთ ძალადობრივ რეჟიმს. ჩვენ საზოგადოებაზე როდესაც ძალადობენ, ის ყოველთვის ერთიანდებიან. ხალხი, რომელიც არის ქუჩაში, ითხოვს, ყველა ინსტიტუციას, რომელიც მიტაცებულია, დაუბრუნდეს მისი მნიშვნელობა, ამ ყველაფერმა ხელის შეუწყოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კინწურაშვილი.

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

მსგავსი სიახლეები