EU-ს დელეგაცია მედიამენეჯერებს ხვდება
ამ წუთებში ევროპარლამენტარები მედიამენეჯერებს ხვდებიან - დღეს EU-ს დელეგაცია საკუთარი ყურით მოისმენს, რა პირობებში უწევთ მუშაობა ჟურნალისტებს და როგორ ებრძვიან ღამის აჩრდილად გადაქცეული ნიღბიანი ბანდფორმირებები რეპორტიორებს.
როგორც დახურულ კარს მიღმა აუდიენციის დაწყებამდე ტელეკომპანია კავკასიას დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში ფორმირდება" და თუ ის კვლავ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მედიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან.
ინფორმირებულია ყველა ყველაფერზე, მედიის მდგომარეობაზეც, იმაზეც, რომ ივანიშვილი აქ ოფიციალურად, ჩვენ თვალწინ ტრანსფორმირდება ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში და უფრო ამწვავებს, აძლიერებს რეპრესიულ მანქანას, რაც იმას გულისხმობს, რომ მომავალში მედია უნდა განადგურდეს. ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ და ნუღარ გვიკვირს, რომ ვაიმე, რატომ გცემეს. ასე იქნება სულ. ბევრი ჩვენგანი წავა ციხეში, თუ ეს კაცი დარჩა", - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი ისინი მედიის წარმომადგენლებ ხვდებიან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი