"ექიმებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს იტაცებენ და აკავებენ" - თეთრხალათიანები აქციისთვის ემზადებიან
თეთრხალათიანები აქციისთვის ემზადებიან - ამ წუთებში, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ ექიმები იკრიბებიან. მედიკოსების თქმით, მაშინ როცა მათ კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს იტაცებენ და აკავებენ, ამ დროს დუმილი დანაშაულია.
ადგილზე იმყიოფება ექიმი ლაშა უჩავა. მისი თქმით, ექიმებს უნდა მიეცეთ უსაფრთხოდ მუშაობის უფლება
ჩვენ მშვიდობაინი დემონსტრანტების დაშლის დღიდან ვგმობთ ძალადობას. გარდა იმისა, რომ ურტყამენ, ცემენ, ძალადობენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რა დროსაც ექიმებს იტაცებენ ქუჩიდან. გარდა ამისა, ექიმი როდესაც ასრულებს მის მოვალეობას და ექიმის მოვალეოაბაა არ ვავნოთ, დავუიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა, ამ მოვალეობის შესრულების დროს, სამწუხაროდ, აქციაზე ძალიან ბევრი ექიმი დააპატიმრეს და ისევე როგორც ბევრ ჯურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობის შესრულებაში. ომის დროსაც კი ექიმები და მედიის წარმომადგენლები არიან ხელშეუხებლები, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოგევცეს უსაფრთხოდ მუშაობის უფლება. ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩვენი, ისე ჩვენი პაციენტების და ქვეყნის მომავლისთვის, იმსაითვის, რომ არ ჩამოვცილდეთ დიდი ევროპულ ოჯახს", - განაცხადა ლაშა უჩავამ.