მედიკოსების პროტესტი თბილისში - ექიმები სარჯველაძეს დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებენ

12.12.24 20:22
მედიკოსების პროტესტი თბილისში - ექიმები სარჯველაძეს დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებენ

ექიმები ევროპული მომავლის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან - მედიკოსები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეწყდეს ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ადგილი დედაქალაქის ქუჩაში აქვს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ გამოფხიზლდნენ და ქუჩაში განვითარებულ სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატური პოზიცია დააფიქსირონ. 

ცალსახა მიმართვა ამ ხელისუფლების მიმართ იქნება, რომ გონს მოეგეთ ხალხნო. არ შეიძლება, ყველაფერი გადავაყოლოთ საკუთარ ამბიციებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ შვილებს კარგი ქვეყანა დავუტოვოთ, ახალგაზრდებს უნდა გავუფრთხილდეთ. ნუ ჩავაგდებთ მათ ისეთ დღეში, რომ მათ მერე მოუწიოთ ისეთი შეცდომების გამოსწორება, რომელიც ჩვენ დავუშვით", - ამბობს მედიკოსი. 

გამოცდილ მედიკოსებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სტუდენტებიც დგანან.  

მსგავსი სიახლეები