პროტესტის მე-15 დღე საქართველოში - ასობით ბათუმელი კვლავ ქუჩაში გამოვიდა

12.12.24 20:42
პროტესტის მე-15 დღე საქართველოში - ასობით ბათუმელი კვლავ ქუჩაში გამოვიდა

ასობით ბათუმელი კვლავ ქუჩაში გამოვიდა - პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ერთხმად გმობენ.

ევროპული მომავლის მცველები ივანიშვილის გუნდის მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ ანგარიშსწორებასაც ემიჯნებიან და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ჩვენ როგორც ვთქვით, არათუ წვიმის, არამედ წყლის ჭავლისაც არ გვეშინია. აქ ვიდგებით, სანამ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა. ხალხმა ბევრი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ყველანი უნდა იდგნენ აქ და ყველას ვთხოვ, რომ მოვიდნენ აქ", - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები