ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა „იმედის" მფლობელი კომპანიის სანქცირების საკითხი დააყენა

12.12.24 20:54
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა „იმედის" მფლობელი კომპანიის სანქცირების საკითხი დააყენა

თემთა პალატაში  იმედის მფლობელი  ირაკლი რუხაძის ბრიტანული კომპანიის გამოძიების აუცილებლობაზე იმსჯელეს.  საკითხი დღის წესრიგში ასე დააყენეს,  განიხილონ გამოძიების დაწყება   ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელის კომპანიაც ბრიტანეთშია დაფუძნებული. ინგლისელი  კანონ-მდებლები ტელეკომპანია იმედის როგორც პროპაგანდის იარაღის წინააღმდეგ  მსჯელობდნენ და გამოძიებას მოითხოვენ.  ეს საკითხი უკვე დებატების დროს დადგება დღის წესრიგში, რა დროსაც    ინგლისელი პოლიტიკოსები ასევე განიხილავენ  რა მეთოდებით არბევს  ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასულ  ევროპული მომავლის მცველებს.

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის ფონზე, დებატებისთვის ხომ არ გამოვნახოთ? ამ დებატებზე შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ სასტიკი მთავრობის პროპაგანდისტული ხელი, ტელეკომპანია იმედი ოპერირებს და იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით. შეგვიძლია განვიხილოთ არის თუ არა დრო, რომ კრიმინალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ჩაატაროს ამ ქვეყნიდან წარმოებული ოპერირების შესახებ პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის წაქეზების მიმართულებით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თემთა პალატის წევრმა ბლერ მაკდუგალმა.

ამ განცხადების საპასუხოდ პალატის ლიდერმა, ლუსი პაუელსმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა ბიზნესის კომიტეტზე შეიძლება.

მინდა, მადლობა ვთქვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. ბრიტანეთის მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ შეაჩეროს გადახვევა დემოკრატიული ნორმებისგან და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ ძალის გადამეტებას პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ წამოწიეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კომპანიებზე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ამ საკითხზე დებატებისთვის ბიზნესის კომიტეტი კარგი ადგილი იქნება".

ცნობისთვის, 2021 წელს ტელეკომპანია იმედის მესაკუთრე გახდა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული Hunnewell Partners-ის კონტროლირებადი კომპანია. იმედის მფლობელი კომპანია ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა მედია ფაინენს გრუპ ბი.ვის (Media Finance Group B.V.), რომელიც Hunnewell Partners-ის კომპანიათა ჯგუფში შედის. 

მსგავსი სიახლეები