რუსთავის მერიამ რუსთავში ქანდაკება აიღო

12.12.24 22:35
რუსთავის მერიამ რუსთავში ქანდაკება აიღო

ჩინელი მოქანდაკის ზაო ლეის ძეგლი „პორტალი სამოთხის კარიბჭე“ რუსთავის მერიამ, საზოგადოების პროტესტის შემდეგ გახსნიდან რამდენიმე საათში აიღო.

რუსთავის მერი ამბობს, რომ მათ რუსთაველების აზრი გაითვალისწინეს: 

 „მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, მათთვის კეთდება და რადგან ქანდაკებამ, რომელიც მესხიშვილის ქუჩაზე დავდგით, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და ქანდაკებას ვიღებთ“ - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ

მსგავსი სიახლეები