მოვითხოვთ, ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ და სანქციებს და არ აღიარებას შეუერთდნენ - უნგრეთის საელჩოსთან სტუდენტები იკრიბებიან
მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - უნგრეთის საელჩოსთან სტუდენტები იკრიბებიან.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებასთან ნაწამები და რეპრესიების მსხვერპლიი მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.
ახალგაზრდები ითხოვენ, ორბანის მთავრობამ თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმოს და ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვას.
ჩვენ ვიცით, რა პოზიციას იჭერს უნგრეთის მთავრობა, ორბანის მეთაურობით, მაგრამ იმედი გავქვს, ისინი უნგრეთის ხალხს არ წარმოადგენენ. ჩვენ უნგრეთში როცა ვსწავლობდით, სულ სხვა ფასეულობები იყო გაჟღერებული და დრეს რაც ხდება საქართველოში - ძალადობა, მოპარული არჩევნები და მძალაადე რეჟიმის, რომელსაც მხარს უჭერს ეს მთავრობა, არის მიუღებელიუ და შეუთავსებელი იმასთან, რაც მე მქონდა უნგრეტში, ჯერ კიდევ 20 წლის წინ. ამიტომ, მოვითხოვთ, ისინი ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ და სანქციებს და არ აღიარებას შეურთდნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ისეთი მასშტაბური და სისტემური ხასიათისაა წამება, რომელიც ხორციელდება დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომ ის დიდ მასშტაბს აღწევს და შესაძლოა, ადამიანობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს. უნგრეთის საელჩოსთან მოვედით ის ადამიანები, რომლებიც ვსწავლობდით ბუდაპეშტში, კარგად ვიცნობთ უნგრელ ხალხს და კარგად ვიცით, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ძალადობას და წამებას და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ. ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, თუ როგორ წამებას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში. უნგრეთის ხალხმა უნდა იცოდეს და გაითვალისწინონ, რადგან უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.