გაფიცვის მეორე დღე - აიტი სფეროს წარმომადგენლები დღესაც პროტესტს აანონსებენ

13.12.24 11:28
გაფიცვის მეორე დღე - აიტი სფეროს წარმომადგენლები დღესაც პროტესტს აანონსებენ

გაფიცვის მეორე დღე - პროგრამისტები ისევ ქუჩაში დგანან. აიტი სპეციალისტები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. გუშინდელი დაუღალავი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ,  ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები დღესაც გეგმავენ ქალაქი საპროტესტო ხმაურით მოიცვან. ივანიშვილის რეჟიმს ქუჩაში გასულმა პროგრამისტებმა უკვე უწოდეს "ტერორისტული რეჟიმი", რომელიც საკუთარ მოქალაქეებსს აწამებს და არ აძლევს საშუალებას, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ. პროტესტის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ქვეყნის ისტორიული კურსის შეცვლა დაუშვებელია. 

დღეს ვდგავართ აქ იმიტომ, რომ გვგონია, არასწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა. მეც და ყველა აქ მდგომსაც, მთელ საქართველოსაც უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს ევროპისკენ. არა მარტო აიტი სფეროს წარმომადგენლებს, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენლებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველგან უნდა ვიდგეთ და მოვითხოთხოვოთ ის, რაც ისტორიულად ჩვენ გვეკუთვნის, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

აიტი სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და დანებებას არა პირებენ. ისინი თვლიან, რომ აქციები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმართებოდეს.  

მსგავსი სიახლეები