ქეთი დოლიძე, გიორგი ნაკაშიძის საქმის განხილვაზე, სასამართლოში მივიდა
რეჟისორი, ქეთი დოლიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც აქციაზე დაკავებული მსახიობის, გიორგი ნაკაშიძის საქმე განიხილება.
ფაქტის ამსახველ ფოტოს “ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
მანამდე დოლიძემ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაგმო.