შეწყდეს ძალადობა! - დედაქალაქში აიტი სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. ისინი ახლა პარლამენტისკენ მიემართებიან. მსვლელობის მონაწილეები მარშრუტს გაზადაგზა ასაჯაროებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება დაუშვებელია და ასევე დაუშვებელია მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა.
ჩვენ მოვითხოვთ ერთადერთ რაღაცას, რომ ევროპისკენ წავიდეთ სწორი მიმართულებით და ეს უსამართლობა, დღეს რაც ხდება, აღარ იყოს. ეს უკანონო დაჭერები, უკვე ყველას განცდა აქვს, რომ დაიჭერენ. მშვიდობიანი დემონსტრაციაა აბსოლუტურად და გვინდა, რომ ეს ჩვენი ხმა გავაგაონოთ ვისაც საჭიროა, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები ასევე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანებიან, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხლი ჩაცხრა. აიტი სპეციალისტები ამბობენ, რომ ხალხი ისევ აღელვებულია და საპროტესტო მუხტი არ დაწეულა.
მღელვარებაა საზოგადოების, ვინაიდან შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი, გაყალბდა არჩევნები და ეს მღელვარება რანაირად ჩაცხრებოდა, რანაირად დაიწევდა მუხტი, ვერ წარმომიდგენია. ხალხი ისევ აღელვებულია, აქციები ჩველეუბრივად გრძელდება, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა აიტის სპეციალისტები დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.