სტუდენტების პროტესტი - განათლების ეროვნულ ცენტრთან ახალგაზრდები იკრიბებიან

13.12.24 13:25
სტუდენტების პროტესტი - განათლების ეროვნულ ცენტრთან ახალგაზრდები იკრიბებიან

სტუდენტების პროტესტი - განათლების ეროვნული ხარისხის ცენტრთან ახალგაზრდები და ლექტორები იკრიბებიან.

ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოშალეს EQAR დაENQA სიიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა უმაღლესმა განათლებამ ევროპაში ნდობა დაკარგა.

რამდენიმე დღის წინ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოშალეს EQAR დაENQA სიიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა უმაღლესმა განათლებამ ევროპაში ნდობა დაკარგა. ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და არანაირი ცნობა არ მიგვიღია, გარდა ფრაგმენტული განცხადებისა, რომ არა, ჩვენი დიპლომები კვლავ იქნება ევროპაში. ეს ხელს შეუშლია აკადემიური პერსონალის კავშირებს, სტუდენტების გაცვლით პროგრამებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ცენტრის გადაწყვეტილებებში იგრძნობოდა მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენა იგრძნობოდა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქ სტუდენტები ვდგავართ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის ევროპული მომავალი. კონკრეტულად აქ იმიტომ ვდგავართ, რომ დღეს საქართველოში განათლების სისტემა სრული კოლაფსის წინაშეა. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ჩვენი დიპლომები შესაძლოა, ევროპაში საერთოდ აღარ აღიარონ.  ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, რომ განათლება ევროპული ინსტიტუციების მიერ მივიღოთ უბრალო ადამიანებმა. ეს არ იმოქმედებს ჩინოვნიკების შვილებზე, რომლებიც განათლებას საერთოდ არ იღებენ საქართველოში და ისევ იმოქმედებს ჩვენზე“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ასევე მოთხოვენ, გათავისუფლდეს ყველა დაკავებული მოქალაქე და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

 

 

მსგავსი სიახლეები