“არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა არჩევნები, უნდა გადადგეს“ - თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების აქციას ლექტორები შეუერთდნენ

13.12.24 13:40
“არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა არჩევნები, უნდა გადადგეს“ - თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების აქციას ლექტორები შეუერთდნენ

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეები იკრიბებიან - აქციაზე მივიდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებიც ამბობენ, რომ 1 საათით გაიფიცნენ და გამოვიდნენ აუდიტორიებიდან, რათა გააპროტესტონ “არალეგიტიმური ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხორციელდება.“

ლექტორები მიიჩნევენ, რომ “აკადემიური სივრციდან გამოსვლა აუცილებელი წინაპირობაა სწორედ იმ ცოდნისა და კულტურული გაზიარებისა, რასაც დასავლური ღირებულებები უზრუნველყოფს.“

საქართველოს უნივერსიტეტი გაიფიცა ერთი საათით, იმის გამოსახატავად, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა არჩევნები, უნდა გადადგეს. დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართლობით და ასევე, გამოუშვან ყველა ის დაკავებული ადამიანი, რომლებიც ასევე ნაწამები არიან“, - ამბობს უნივერსიტეტის ლექტორი.

ჩვენი აკადემიური სივრციდან გამოსვლა აუცილებელი წინაპირობაა სწორედ იმ ცოდნისა და კულტურული გაზიარებისა, რასაც დასავლური ღირებულებები უზრუნველყოფს. ვიცავთ ჩვენი სტუდენტების, შვილების და წინა თაობის მომავალს. ჩვენი ადგილი არის იქ, სადაც დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება. ამიტომ არ ვთვლით, რომ აკადემიური სივრცე დავტოვეთ, პირიქით, ვთვლით, რომ აუცილებელია ჩვენი ინტეგრირება ამ საკითხში, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანმა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საუკუნეების მანძილზე მივდიოდით“, - განაცხადა კიდევ ერთმა ლექტორმა. 

 

მსგავსი სიახლეები