მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

13.12.24 14:36
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა  დაკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

მოსამართლემ მსახიობი სამართალდამრღვევად პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე ცნო.

შეგახსენებეთ, რომ გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები