მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - მსახიობები და რეჟისორები ევროპული ქვეყნების საელჩოებისკენ მიემართებიან
მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - მსახიობები და რეჟისორები ევროპული ქვეყნების საელჩოებისკენ მიემართებიან.
ისინი ამბობენ, რომ სიტყვიერი შეეშფოთებები დასრულდა და ახლა უკვე საპასუხო ნაბიჯების დროა.
მათივე თქმით, პირველ რიგში უნგრთის საელჩოსთან მივლენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის არის მთავარი შემაფერხებელი
პირველ რიგში მივდივართ უნგრეთის საელჩოსთან, რადგან ის არის მთავარი შემაფერხებელი, „ოცნების“ სანქცირების. შემდეგ წავალთ სლოვაკეთის სალეჩოსთან, მივალთ ევროკავშირის ოფისთან და ყველა საელჩოსთან. ჩვენი მთავარი სათქმელია- აღარ არის დიპლომატიური ტერმინების და შეშფოთების დრო. ადამიანებს აწამებენ, ცემენ, იჭერენ, დაკავებულტა 80 პროცენტი სასტიკად ნაწამებია. პარტნიორებს გვინდა ვუთხრათ, იყავით უფრო აქტიურები და გამბედავები“, - ამბობს აქციის მონაწილე.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი ამბობს, რომ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა.
გადახედეთ ქუჩებს, პარალელურ რეჟიმში რა ხდება. ყველაფერი მიდის საჩვენოდ, რადგან ძალიან ჯანმრთელია ის, რაც გვინდა, ვერაფერი გადაგვეღობება, რაც არ უნდა ეცადონ“,- განაცხადა მან.
“სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ გავაპროტესტებთ და არ გამოვალთ, დაგვმარხავენ ცოცხლად“ - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ჩვენ უკან დასახევი არაფერი არ გვაქვს, თუ არ რეჟიმს არ დავასრულებთ და ეს ქვეყანა არ დადგება იმ გზაზე , რაზედაც იდგა, უბრალოდ ვერ გადავრჩებით. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და მივიღებთ ახალ არჩევნებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.