პერფორმანსი თბილისის მერიასთან - კახი კალაძის ფიტული ბუშტებით ჰაერში გაუშვეს
თბილისის მერიასთან პროტესტი გრძელდება - მოქალაქეებმა ადგილზე კახი კალაძის გამოსახულებიანი საპროტესტო ბანერი მიიტანეს.
კალაძის ბანერზე საჰაერო ბუშტები იყო მიბმული. როგორც კოალიცია “ცვლილებებისთვის წევრი, ბესო გაზდელიანი ამბობს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერია.
კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერია. დღევანდელი პერფორმანსით ამას ახლა ქარს გავატანთ და თბილისიდან გამოსაქანებლად ფეხებს მერიასთან დავუტოვებთ, რომ კარგად გამოექანოს“, - განაცხადა გაზდელიანმა.
მათ ფიტული ჰაერში უკვე გაუშვეს, ფეხები კი მერიის შენობასთან დატოვეს.
აქციაზე მოქალაქეებს მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოები, რომელბიც საპროტესტო აქციის დროს დაშავდნენ.