"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ხელოვანები საპროტესტო მარშს მართავენ
ქუჩაში დგანან ქართული ესტრადის ვარსკვკლავებიც. ისინი ამ წუთებში კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ, სადაც მარკეტერების აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი ყველ ერთად კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლებს.
მუსიკოსები ამბობენ, რომ ადამიანები წამება და მათზე ძალადობა უნდა დასრულდეს და "ოცნების" რეპრესიებს არ შეეგუებიან. მათ თქმით, საჭიროა, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს.
რასაც ვხედავთ, რა დონის ძალადობა ხდება ქვეყანაში, ამაზე მეტი ჩარევა რამე შეიძლება, იყოს? როცა საპატიმროებში არიან ჩვენი ხელოვანები, ჩვენი მუსკოსები, მსახიობები და არა მარტო. ასევე ის თაობა, რომელიც ყოველთვის ქუჩაშია, ყოველთვის აპროტესტებს ამ ყველაფერს, ასეთი საოცარი ხალხია საპატიმროებში გამომწყვდეული. გაუგონარი ამბავია. ადამიანები, რომლებიც გამოამწყვდიეს თავისი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. აბა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე არ არის. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვუყურებთ, არანაირი ფაქტები არ არსებობს იმისთვის, რომ რომელიმე მათგანი იჯდეს ციხეში. უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანი, რაც მალე, მით უკეთესი და მე მგონია, რომ ის ადამიანები, ვიცნ ზევით სხედან ახლა და ვის ხელშც არის ეს ყველაფერი დღეს და ამ ალაუფლებას უსამართლოდ იყენებენ, უნდა დაფიქრდნენ, როგორ ექცევიან საკუთარ ხალხს, - ამბობს მომრერალი ნოდიკო ტატიშვილი.