ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია - HR -ები, PR სპეციალისტები და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები მსვლეობას მართავენ
ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია - საპროტესტო მსვლელობას მარკეტერები, გრაფიკული დიზაინერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ.
როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, დღეს სხვა ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მოქალაქობრივი ვალის გარდა, პროფესიული ვალიცაა, მათ საკუთარი სიტყვა თქვან.
დაიწყეს რეპრესიები, რომლებიც შერჩევითიც აღარ არის და უკვე ყველას ეხება. ყოველდღე ან ერთი, ან მეორე სფეროს წარმომადგენელს იჭერენ, ეს ყველა სფეროს შეეხება. როცა დემოკრატიას ასე ძლიერ ეწინააღმდეგება ჩვენივე სახელმწიფო, სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენი ხმა სხვანაირად არ ისმის, ეს არის ერთადერთი გზა. გამოდით, დადექით გარეთ, ან ახლა გავიმარჯვებთ, ან ვერასდროს“, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.