სიტყვიერი დაპირისპირება მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის - რა მოხდა ჭავჭავაძეზე
ინციდენტი ჭავჭავაძეზე - აქციის მონაწილეები სასულიერო პირებს, ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ არ საუბრობს ეკლესია იმაზე, რაც ქუჩაში ხდება.
მამა შალვა კეკელია, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობდა, რომ ისიც გამოვიდა და ქუჩაში დგას.
მე სულ ხალხში ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრება. საშინელებაა, ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერია. ყველა ადამიანი, ვინც მეორე ადამიანზე ხელს აღმართავს, ეს არის ღვთის გმობა და ადამიანის გმობა, ეს არ შეიძლება და ეს ქადაგებაშიც ვთქვი“, - ეუბნებოდა აქციის მონაწილეებს მამა შალვა.
ჭავჭავაძეზე ამ წუთებში HR -ების, PR სპეციალისტებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს. ისინი პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.