"გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, მაგრამ აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური

13.12.24 16:21
"გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, მაგრამ აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური

სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც 2019 წლის 20 ივ­ნისს, რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას, მძი­მედ და­შავ­და და თვალი დაკარგა, ambebi.ge -სთან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ვერ ხვდება, კიდევ რა სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ საკუთარი პრინციპები დათმოს, ხმა ამოიღოს და ქუჩაში გავიდეს.

მაკო გომურის თქმით, მიუხედავად იმის, რომ აქციებზე იმ ადამიანთან ერთად დგას, ვისი მინისტრობის დროსაც თვალი დაკარგა, მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შეუძლია.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი­დევ რა სჭირ­დე­ბა ხალ­ხს იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვად ხმა ამო­ი­ღოს?! ვერ ვხდე­ბი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რომ ცოტა ხანს მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს. მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა...

მეც მაქვს ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, სად არის შენი პრინ­ცი­პე­ბი?! მაგ­რამ ამ წუ­თას მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გვი­ზის. ვიცი, რომ ამ დროს რა­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი უნდა დავ­თმო. ახლა თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო არ გვაქვს, რად­გან ამ­დე­ნი 17-18 წლის ბავ­შვია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ებს მათი სა­ხე­ლი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადა­მი­ა­ნი ვიყო, რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, რომ ისი­ნი იქ არ დაგ­ვრჩნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ...“, ამბობს მაკო გომური.

მსგავსი სიახლეები