"ძალიან გვიანი იქნება მალე, თუ ახლა ერთად არ დავდგებით" - ნია გუგავა

13.12.24 17:08
"ძალიან გვიანი იქნება მალე, თუ ახლა ერთად არ დავდგებით" - ნია გუგავა

"ძალიან გვიანი იქნება მალე, თუ ახლა ერთად არ დავდგებით" - ამის შესახებ მსახიობმა ნია გუგავამ გაფიცული ხელოვანების საპროტესტო მარშზე განაცხადა.

ნია გუგავას შეფასებით, "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს ტერორში აცხოვრებს, რის გამოც ახლა საჭიროა, რომ თითოეული ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს და საკუთარი ევროპული მომავალი დაიცვას. 

მგონია, რომ ახლა ის ეტაპია, რომ ვინც ჩვენ აზრზე არის, ძალა უნდა მოიკრიბოს და ჩვენთან დადგეს. დღეს არის ძალიან მაგარი დღეს, რადგან ვნახულობთ რამდენი მარში არის. ასახსნელი აღარ არის, რა პრობლემები გვაქვს. ყველაფერს ვხედავთ და დღითიდღე ჩვენი მოთხოვნები იზრდება. ტერორში გვაცხოვრებენ. ალბათ, ჩვენი პირველი მოთხოვნა არის უდანაშაულო პატიმრების გამოშვება. ისინი არიან წამების მსხვერპლები. წინა მთავრობა ხომ იმიტომ გადავაგდეთ, რომ ძალადობა არ გვინდოდა და ახლა ეს ძალადობა არ არის?! სახლში როგორ ჩერდებით, როდესაც ასეთ რაღაცას უყურებთ. ძალიან გვიანი იქნება მალე, თუ ახლა ერთად არ დავდგებით", - ამბობს ნია გუგავა.

ამ წუთებში გაფიცული ხელოვანები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ჭავჭავაძისკენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისისკენ მიემართებიან. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარტნიორებს დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ დროა, ცივილური სამყარო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეს. 

მსგავსი სიახლეები