ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო შეძახილები და საყვირების ხმები ისმის - დედაქალაქი პარალიზებულია

13.12.24 17:18
ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო შეძახილები და საყვირების ხმები ისმის - დედაქალაქი პარალიზებულია

თბილისის, თითქმის, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო შეძახილები და საყვირების ხმები ისმის - დედაქალაქი პარალიზებულია.

“ყველა მორალური საზღვარი გადაკვეთილია, ვდგავართ ქუჩაში, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა“- ამბობენ აქციის მონაწილეები.

ათასობით ადამიანი ამ წუთებში თბილისის მერიისკენ მიემართება. მსვლელობის მონაწილეებს აივნებიდან მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით და შეძახილებით ხვდებიან.

“გვინდა, ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნოდეს ჩვენ და არა პატარა დაჯგუფებას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ვინც აქ არის, ყველა ვიმსახურებთ თავისუფლებას, ხალხმა აჩვენა ყველას, რომ ისინი მხოლოდ საუკეთესო მომავალს იმსახურებენ და თუ ამას არ მივიღებთ, ყოველდღე აქ ვიქნებით“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

საქართველოს დროშებით დგანან სამშენებლო ამწეებზე მშენებლებიც და აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

მსვლელობის მონაწილეები აპირებენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეურთდნენ.

მსგავსი სიახლეები