"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი - თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - ხელოვანები იტალიის საელჩოსკენ მიემართებიან
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - ამ შეძახილით გაფიცული ხელოვანები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მივიდნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ყველა იმ პირის დასანქცირებისკენ მოუწოდეს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში არიან მხილებულები.
ამ წუთებში ხელოვანები იტალიის საელჩოსკენ მიემართებიან და გზად შემხვედრ ყველა ადამიანს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომლებიც ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მოთხოვნაა სრულიად საქართველოსი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაზაფხულიდან მოყოლებული დაპატიმრებული ადამიანები გაათავისუფლონ. ეს არის ის სამართლიანი მოთხოვნა, რომელიც მთელ საქართველოში ჟღერს და ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას", - ამბობს მსახიობი.