“კონსტიტუციისგან მხოლოდ ყდა დარჩა“ - უზენაეს სასამართლოსთან უფლებადამცველებმა გზა გადაკეტეს

13.12.24 17:39
“კონსტიტუციისგან მხოლოდ ყდა დარჩა“ - უზენაეს სასამართლოსთან უფლებადამცველებმა გზა გადაკეტეს

პროტესტია უზენაეს სასამართლოსთანაც- ადგილზე შეკრებილმა უფლებადამცველებმა გზა გადაკეტეს.

“თავისფულება რეჟიმის უკანონო პატიმრებს“, „ხელახალი არჩევნები“, - ამ ლოზუნგებით და კონსტიტუციით ხელში იურისტები სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროტესტი არ ახსენდება.

“ახალგაზრდა იურისტებმა დაგვირიგეს იმის სიმბოლოდ, რომ კონსტიტუციისგან მხოლოდ ყდა დარჩა“, - ამბობს ყოფილი პროკურორი.

თუ ვინმეს გონი მოეკითხება იქეთ მხარეს, დასკვნებს უნდა აკეთებდეს. არ დარჩა ადგილი, სადაც შესაძლებელია რომელიმე კონფლიქტი და პრობლემა რეალურად გადაიჭრას, ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოებს აქვს ეს ფუნქცია წესით, ისინი წყვეტენ სოციალურ კონფლიქტებს, ვინაიდან ჩვენთან ასეთი ადგილი არ არის, მართლა ივანიშვილთან ხომ არ ვივლით დავების და კონფლიქტების გადასაწყვეტად, ამიტომაც ყველა პროფესიონალი ამ ფორმით აპროტესტებს. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ადვოკატი და იურისტის პროფესია გაუქმებულია, რადგან “რეჟიმი ცდილობს ეს პროფესიები არაფრად აქციოს“.

დღეს ქვეყანაში არის 10 ათასამდე ადვოკატი, ეს არის დიდი ხმა და მნიშვნელოვანია მათი ხმა მკაფიოდ ისმოდეს და ეს პირველი მცდელობაა, როცა ადვოკატები შეიკრიბნენ და ადასტურებს იმას, როგორი დიდი პროცესები მიდის ქვეყანაში“, - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები