"ყველა ადამიანს შეეხნენ, ასეთი რეპრესიები, რასაც მოვესწარით, არასდროს ყოფილა" - ანკა ვასაძე
"ყველა ადამიანს შეეხნენ, ასეთი რეპრესიები, რასაც მოვესწარით, არასდროს ყოფილა" - ამის შესახებ მსახიობმა ანკა ვასაძემ გაფიცული ხელოვანების საპროტესტო მარშზე განაცხადა.
ანკა ვასაძემ "პირველებთან" თქვა, რომ ევროპული მომავლის მცველებს დასაკარგი აღარაფერი აღარ აქვთ, ამიტომ მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" მხრიდან ტოტალურ უსამართლობას და დაშინების მცდელობას არ შეეგუებიან.
ჩვენ ვითხოვთ, რომ შეშფოთების გარდა, სხვა ზომები მიიღონ, სანქციები და ყველა ის უკიდურესი ზომა, რაც ამ არალეგიტიმურ მთავრობას გამოაფხიზლებს. უკვე ისეთ ზღვარს გადავიდნენ, ჩვენ არაფერი არ გვაინტერესებს. ასეთი რეპრესიები რასაც მოვესწარით, არასდროს ყოფილა. ყველა ადამიანს შეეხნენ. გვეუბნებიან, რომ არავის დაინდობენ. საქმე იმაშია, რომ ეს არის ტოტალური უსამართლობა, დაშინების მცდელობა, მაგრამ არ შეგვეშინდება, რადგან დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს", - ამბობს ანკა ვასაძე.