მართლმსაჯულების ბედი ერთგან, ერთ ადამიანთან წყდება, ჩვენ რეალურად სპექტაკლში ვმონაწილეობთ - მაია მწარიაშვილი
მართლმსაჯულების ბედი ერთგან, ერთ ადამიანთან წყდება, ჩვენ რეალურად სპექტაკლში ვმონაწილეობთ - ამის შესახებ ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან განაცხადა, სადაც უფლებადამცველების აქცია მიმდინარეობს.
მწარიაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ “მოძალადე და ხელჯოხიან პოლიციელზე გაცილებით უარესი, მოძალადე სასამართლო სისტემაა.“
ახალგაზრდა იურისტებმა დაგვირიგეს კონსტიტუცია იმის სიმბოლოდ, რომ მისგან მხოლოდ ყდა დარჩა. ყველა ჩვენი კონსტიტუციური გარანტია, მათ შორის ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც გაწერილია კონსტიტუციაში, მათი შესრულების გარანტი უნდა ყოფილიყო ეს დაწესებულება და მთლიანად სასამართლო სისტემა, თუმცა ამ პროცესებმა აჩვენა და არაერთ მოქალაქეს სჯერა, რომ მოძალადე და ხელჯოხიან პოლიციელზე გაცილებით უარესი მოძალადე სასამართლო სისტემაა, რომელიც ძალადობას, ადამიანების წამებას აკანონებს და ასევე ახალისებს, რომ უფრო და უფრო მეტი ჩაიდინონ. ჩვენ სასამართლო პროცესებში რეალურად სპექტაკლში ვმონაწილეობთ, იქ არაფერი წყდება, მართლმსაჯულების ბედი ერთგან, ერთ ადამიანთან წყდება და დარწმუნებული ვარ, ეს ყველამ იცის. ამ ყველაფერს კი ვაპროტესტებთ იმ ადგილას, სადაც ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
პროტესტია უზენაეს სასამართლოსთან-ადგილზე შეკრებილმა უფლებადამცველებმა გზა გადაკეტეს.
“თავისფულება რეჟიმის უკანონო პატიმრებს“, „ხელახალი არჩევნები“, - ამ ლოზუნგებით და კონსტიტუციით ხელში იურისტები სასამართლოსთან შეიკრიბნენ.