ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.
ვაჟა გაფრინდაშვილი გამომძიებლებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.
მამაჩემს, ვაჟასაც დაურეკეს გამოძიებიდან, რისთვის იბარებენ არ განუმარტავთ.
ვაჟამ უარი განაცხადა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე და ელოდება მაგისტრ მოსამართლესთან სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებას.რისთვის იბარებენ გამოძიებაზე არ ვიცით, ამიტომ ეს პოსტი არის ინფორმაციული.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ товарищи, ღამე მარტო არ უნდა დავტოვოთ, რომ მარტომ არ იმოძრავოს.დიდი მადლობა ქართული ოცნება ! საოცრად მშვიდობიან საქართველოში გვაცხოვრებთ." წერს სოციალურ ქსელში ირინა გაფრინდაშვილი.