"იმდენი მცემეს საწვიმარი სისხლით იყო სავსე, იყო გაუპატიურებით მუქარა" - მოსამართლე ცაცუამ მაღლაკელიძის საქმის განხილვა გადადო

13.12.24 18:10
"იმდენი მცემეს საწვიმარი სისხლით იყო სავსე, იყო გაუპატიურებით მუქარა" - მოსამართლე ცაცუამ მაღლაკელიძის საქმის განხილვა გადადო

ლაზარე მაღლაკელიძის საქმის განხილვა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადადო. დღეს პროცესზე ორი პოლიციელი იყო დაბარებული მოწმის სახით, რომლებმაც, მაღლაკელიძის ადვოკატის თქმით,  ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

სამართალდამცველები "პირველებთან" ამბობენ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები არ მიუცით, თუმცა იმასაც აღიარებენ რომ ახალგაზრდა ერთად არ დაუკავებიათ.

მაღლაკელიძე 2 დეკემბერს დააკავეს. აქტივისტმა მაშინ განაცხადა, რომ ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ,  შავი კორიდორი გაატარეს და წიხლებით სცემეს. ახალგაზრდა აქტივისტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი საწვიმარიც კი სისხლის გუბებით იყო სავსე. ასევე ისაუბრა სამართალდამცველების მხრიდან გაუპატიურების მუქარაზე.

ახალგაზრდა აქტივისტმა იგივე გაიმეორა დღეს სასამართლოში მედიასთან. 

თავზე გადამაფარეს საწვიმარი. ხელები გამიკავეს და ისე მირტყეს. სახეში მირტყამდნენ წიხელბს, მუშტებს, პრინციპში რაც ხელში მოხვდებოდათ. დავკარგე გონება, შემდეგ დავიბრუნე და რომ მიხვდნენ, გონება დამიბრუნდა, კიდევ მცემეს, რომ გავიღვიძე, საკუთარი საწვიმარი სისხლით მქონდა სავსე. ისეთი რაოდენობით სისხლი მომდიოდა რომ იფიქრეს ალბათ, რომ კიდევ რომ გაეგრძელებინათ მოვკვდებოდი. სხვა დაზარალებულებთან შედარებით კარგად გამოვედი, ტვინის შერყევით, ცხვირის გატეხილობით და თავზე დაზიანებებით. მთელ ამ ძალადობას თან ახლავს მუქარები, განსაკუთრებით მაშინ, სანამ შეგიყვანენ ე.წ. მარშრუტკაში, ამით კარგად ერთობიან. გემუქრებიან, დუბინკით გაუპატიურებით, რომ უკანალში დუბინკას დაგიყენებენ:, - ამბობს ლაზარე მაღლაკელიძე. 

მსგავსი სიახლეები