"ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია" - ეკონომიკის სამინისტროსთან პროტესტმა იფეთქა
ეკონომიკის სამინისტროსთან პროტესტმა იფეთქა - ქართველი მეღვინეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას გმობენ და უკანონოდ დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
მეღვინეების მთავარი სათქმელი დღეს არის ის, რომ ქართული ღვინის ადგილი არის ევროპაში და სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" აფერხებს ქართული ღვინის სვლას ევროპისკენ. სახელმწიფო უთხრის ძირს საქართველოს ევროინტეგრაციას. სოლიდარობას ვუცხადებთ, პირველ რიგში, ჩვენს კომუნაში დაშავებულ და დაპატიმრებულ ადამიანებს და ასევე თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც დევნიან, აშანტაჟებენ, იჭერენ, ჩხრეკენ", - ამბობს ქეთი ნინიძე.