“ერთად ვუმკურნალოთ სამშობლოს“ - სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების აქცია მიმდინარეობს

13.12.24 18:07
“ერთად ვუმკურნალოთ სამშობლოს“ - სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების აქცია მიმდინარეობს

“ერთად ვუმკურნალოთ სამშობლოს“ - სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების აქცია მიმდინარეობს. 

ექიმები საკუთარი კოლეგების ცემას და გატაცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ “ამ ყველაფრის დასრულების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პროტესტია.“

მე ვაპროტესტებ ჩემი კოლეგების ცემას, დასახიჩრებას, უცნაურ სიტუაციებში დაპატიმრებას  და გატაცებას ვაპროტესტებ, არამარტო ჩემი კოლეგების, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებისას. ვემიჯნები ამ პროცესს, როგორც ერთი რიგითი ადამიანი და ვთვლი, რომ სისტემური ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამის დასრულების ერთადერთი გზა კი მშვიდობიანი პროტესტია. ვდგავარ იქ, სადაც ვფიქრობ და მწამს, რომ უნდა ვიდგე“, - განაცხადა არჩილ მარშანიამ.

სამედიცინო უნივერისტეტთან ექიმებთან ერთად, სტუნდეტებიც იკრიბებიან.

მსგავსი სიახლეები