ჩემი გამოკითხვაზე დაბარება საზოგადოების აქტიურ ნაწილზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება - გაფრინდაშვილი

13.12.24 18:18
ჩემი გამოკითხვაზე დაბარება საზოგადოების აქტიურ ნაწილზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება - გაფრინდაშვილი

ბესიკის ქუჩაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის თავდასხმის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. 

როგორც ექიმმა "პირველებთან" განაცხადა, გამოკითხვაზე უარს აცხადებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას გეგმავს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე მისი დაბარების უკან აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობას ხედავს.

როდესაც მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე მოხდა თავდასხმა, მაშინ დავრეკეთ 112-ში და მოვითხოვეთ, მოსულიყო პოლიცია, რათა დამნაშავეები დაეკავებინათ. ამ თემაზე დამიბარეს გამოკითხვაზე, მაგრამ მე უარი ვუთხარი და დავეთანხმე მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე, რადგან ვთვლი, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვყავს. საქართველოში არის ფორმიანი ბანდიტები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის დავალებებს.

ჩემი გამოკითხვაზე დაბარება ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შედარებით აქტიურ ნაწილზე ზეწოლა მოხდეს, რათა ხელი ააღებინონ აქციებში მონაწილეობაზე და მოახდინონ იზოლაცია. მათი ეს ქმედებები იწვევს მოსახლეობის უფრო გაღიზიანებას და უერთდებიან აქციას", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. 

მსგავსი სიახლეები