"ემიგრანტები თქვენთან ვართ" - მარჯანიშვილზე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები შეიკრიბნენ
პროტესტის მე-16 დღე საქართველოში - თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები "პირველებთან" ამბობენ, რომ ქვეყანაში ემიგრაციიდან განვითარებული მოვლენების გამო ჩამოვიდნენ. მათივე განმარტებით, სისხლიანი პროცესების ყურება შორიდან მტკივნეული იყო.
"ემიგრანტები თქვენთან ვართ" - "ძალა შენშია, ძალა ჩვენშია, ერთად დგომის დროა" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ჩვენი პირველი მოთხოვნა არის, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლი არიან და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების მოსაპოვებლად", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.