19 მსვლელობა ერთ დღეში - დედაქალაქი დღეს პროტესტმა მოიცვა
ერთი მშენებელის პროტესტმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა. სამშენებლო ამწეზე, მიწიდან ზევით, ლამის ცაში გამოკიდებულმა მუშამ საქართველოსს დროშა დემონსტრაციულად გაშალა და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადა ევროპული მომავლის მცველებს. აღსანიშნავია, რომ ამ ბეტონის მრავალსართულიან კონსტრუქციას "ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენი ძმები აშენებენ, თუმცა ეს გარემოებაა ახალგაზრდა მამაკაცისთვის შემაკავებელი საერთოდ არ აღმოჩნდა.
თბილისის ქუჩებში დაწყებულ საპროტესტო მსვლელობას დღეს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ვინც ხალხის გვერდით არ იდგა, მოქალაქეებს სოლიდარობას საკუთარი სახლების აივნებიდან უცხადებდა. ყველგან იდენტური სურათი იყო. მოქალაქეები ერთმანეთს საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ამხნევებდნენ.
სოლიდარობის ეს უპრეცედენტო მაგალითები აჩვენებს, რომ ბრძოლა, რომელიც ევროპული მომავლის მცველებს აქვთ დაწყებული, არ არის რომელიმე პარტიის წამოწყებული. ეს სახალხო ბრძოლაა, რომელიც თანაბრად ეხება ყველას, პროფესორსაც, მარკეტერსაც, მუშასაც და დიასახლისსაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებიობს საფრთხე, რომ ერთ დღეს რუსეთში გავიღვიძოთ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.