პროტესტი ბრიუსელში - ქართველი ემიგრანტების აქციას სერგეი ლაგოდინსკი შეუერთდა

13.12.24 18:46
პროტესტი ბრიუსელში - ქართველი ემიგრანტების აქციას სერგეი ლაგოდინსკი შეუერთდა

"ქართული ოცნების" ანტიევროპული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, პროტესტის ტალღამ საქართველოს საზღვრებს გარეთაც იფეთქა - ქართული დიასპორა ბრიუსელში, ევროპარლამენტთან შეიკრიბა და ევროკავშირისგან ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაზრდა მოითხოვა. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა მსვლელობით ევროკომისიასთან გადაინაცვლეს. შეკრებილებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდისნკი შეუერთდა, რომელიც 12 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 

ევროპული მომავლის მცველებს ევროპარლამენტარმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეს, 13 დეკემბერს, ევროდეპუტატები მორიგ განცხადებას გაავრცელებენ. ამასთან, ლაგოდინსკის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ 17 დეკემბერს, ევროპარლამენტში ჩანიშნულ დებატებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწროს. 

მსგავსი სიახლეები