"ოცნება" ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას ქვეყნის მთავარ კანონზე გადაბიჯებით გეგმავს

13.12.24 21:01
"ოცნება" ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას ქვეყნის მთავარ კანონზე გადაბიჯებით გეგმავს

 

ქვეყანაში, სადაც ივანიშვილის ხელისუფლება ყველა კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდა, კანონს პრეზიდენტის არჩევით ხვალაც დაარღვევენ. ქუჩაში კონსტიტუციის ყდებით ხელში გამოსული იურისტები დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ არცერთი ნაბიჯი, რომელსაც "ოცნება" დგამს, კანონიერი არ არის. ათასობით იურისტი უზენაეს სასამართლოსთან იმის სათქმელად მივიდა, რომ ივანიშვილის ხელში კონსტიტუცია და კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩა. "ოცნება" კი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ გადააბიჯებს ყაველაშვილის დანიშვნით.

როგორ არღვევს "ოცნება" კანონს? პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენა, წესით, სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვიდან 30 დღში უნდა მომხდარიყო, არჩევნები კი კანდიდატის წარდგენიდან ასევე, მაქსიმუმ, 30 დღეში უნდა დანიშნილიყო. დარღვეულია ყველანაირი ვადა. გამონაკლისს, რომელსაც კანონი ადგენს, მხოლოდ პირობების შესრულების შეუძლებლობაა. ეს ასე არ ყოფილა. ანუ პრეზიდენტის არჩევნებიც ერთი დიდი კანონდარღვევა იქნება.

ივანიშვილის რეჟიმი ჩქარობს და მზად არის, მიხეილ ყაველაშვილის დასანიშნად ყველა ნორმა დაარღვიოს. რატომ? თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ყველაფერს უხილავი ხელი წყვეტს, რომელმაც ისევე დანიშნა პრეზიდენტის არჩევის დღე უკანონოდ, როგორც პარლამენტის სხდომა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ეს კი, თავის მხრივ, სამართლებრივად უკან დახევის გზაა ივანიშვილისთვის. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები