"ქვეყანას უნდა ვუმკურნალოთ" - თბილისში ექიმების მსვლელობა მიმდინარეობს

13.12.24 18:58
"ქვეყანას უნდა ვუმკურნალოთ" - თბილისში ექიმების მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ახალგაზრდა და გამოცდილი ექიმების მსვლელობა მიმდინარეობს. ყაზბეგის გამზირის სამანქანო გზის ნახევარი გადაკეტილია - მედიკოსები რუსთველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ ახლა დადგა დრო, როცა ქვეყანას სჭირდება მკურნალობა.

დღეს თუ არ გამოვედით და დღეს თუ არ გავაპროტესტეთ, ხვალ უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. დროა უკვე ვიმოქმედოთ, აქ ვდგავართ გამოცდილი და ახალგაზრდა ექიმები და პროტესტს ვაცხადებთ იმ ძალადობაზე, რომელსაც რუსული რეჟიმი ყოველდღე ატარებს ჩვენს ქვეყანაში. დროა, ეს დასრულდეს და ხალხმა ხმა ამოვიღოთ", - ამბობს ექიმი. 

მსგავსი სიახლეები