მოსამართლე ცაცუამ 19 წლის ლუკა ღვინიაშვილი პატიმრობაში გაუშვა
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 19 წლის ლუკა ღვინიაშვილი ერთ კვირიან პატიმრობაში გაუშვა. ფოტოგრაფს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ლუკა ღვინიაშვილის ოჯახის წევრის თქმით, ფოტოგრაფს ტიტუშკები მისდევდნენ და პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა სამართალდამცველებთან დახმარების თხოვნით მივიდა.
დახვდნენ ტიტუშკები, თეთრი ბმვ-თი სადარბაზოსთან, დაურეკა თავის მეგობარს და უთხრა, მომსდევენ ტიტუშკებიო და გაიქცა, მიირბინა პატრულთან, უთხრა მიშველეთ, ტიტშკები მომსდევენო, და აი ამ კაცს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს", - ამბობს ოჯახის წევრი.
ლუკა ღვინიაშვილი გუშინ დააკავეს.