საქართველოში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 15.9% - NCDC

04.09.21 11:34
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 15.9% - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ზრდასრული  მოსახლეობის 15.9% , 454 486 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია.

4 სექტემბრის მონაცემებით  სულ ჩატარებულია 1 285 742 აცრა. აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი, რაც  მოზრდილი მოსახლეობის 29.1%-ს შეადგენს.

სრულად ვაქცინირებულია - მოზრდილი მოსახლეობის 15.9%