"გამოდით!" - რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან მედიკოსები და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც
კიდევ ერთი კოლონა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. სამედიცინო უნივერსოტეტის სტუდენტები და ექიმები რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სურთ ევროპა და არა რუსეთი.
ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ, დადგნენ ჩვენს გვერდით, რადგან ჩვენი თაობა არის ევროპული თაობა და ცხოვრება გვინდა ევროპაში, - ამბობენ აქციის მონაწილეები.