"საქართველო არასდროს გარუსდება!" - თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ
კიდევ ერთ მსვლელობას ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიციტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები მართავენ. მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ ისინი შეძახილებით და საპროტესტო ბანერებით მიდიან.
"მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც უფლებებია დაცული" - ბანერებზე ამ შინაარსის სლოგანები ჩანს.
ჩვენ გამოსულები ვართ სოციალური მუშაკები, პრაქტიკოსები და სტუდენტები და ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას, რომელიც პირველ რიგში, უზუღუდავს ადამიანებს მიიღონს ის მომსახურებებეი, რომელიც ამთ ეკუთვნით. ამასთანავე ვაპროტესტებთ არჩევნებს, სადაც ადამიანებს აეკრძალათ ჰქონოდათ ისეთი ქვეყანა, სადაც მათი უფლებები იქნებოდა დაცული, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
მოვითხოვთ იმას, რაც მართლა გვეკუთვნის. ჩვენო ადგილი არის ევროპაში და საქართველოს არასდროს გარუსდება. რაც მთავარია, მოვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც არიან რეჟიმის ტყვეები, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.