რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - დედაქალაქის ცენტრში აქციას ემიგრანტებიც შეუერთდნენ

13.12.24 20:56
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - დედაქალაქის ცენტრში აქციას ემიგრანტებიც შეუერთდნენ

 

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადგილზე შეკრებილ ადამიანებს სხვადასხვა ჯგუიფები მსვლელობებით შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებიან ემიგრანტებიც, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში ასევე მსვლელობით მოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში განგებ დაბრუნდნენ, რათა მიმდინარე პროტესტში ჩართულიყვნენ. მათთან ერთად იმყოფება პრეზიდენტის ძმაც.

თითო ჯგუფის უკან დგას ბევრი ადამიანი და ეს არის ძალიან სიმბოლური რომ ყველა ორგანო იყოს წარმოდგენილი გამოსვლებზე. ამისთვის გამოვედით ემოგრანტები, ჩვენს უკან დგას მილიონი ადმაიანი, რომელსაც მოპარეს ხმა. საჭიროა, არ დავივიწყოთ ეს და მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის. ჩვენ არ დავნებდებით, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

ოთარ ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ხვალ დიდი სიცლის დღე იქნება, რადგან "ოცნება" ახალ პრეზიდენტს ირჩევს.

ხვალ იქნება დიდი სიცილის დღე, ცირკის დღე. გვთავაზობენ მთავარ კლუნს, რომელიც არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ვინ სთავაზობს ამას? არალეგიტიმური პარლამენტი. ესე იგი, არის ცირკი, - ამბოლბს პრეზიდენტის ძმა. 

მსგავსი სიახლეები