ვინც თვლის, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია, პრეზიდენტი მაინც არალეგიტიმური შერჩებათ - თინა ხიდაშელი
ვინც თვლის, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია, პრეზიდენტი მაინც არალეგიტიმური შერჩებათ - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" პირდაპი ეთერში ხსნის, თუ რატომ არის საპრეზიდენტო არჩევნები არაკონსტიტუციური და რა ვადები დაარღვია "ოცნებამ".
მათთვის, ვინც პარლამენტს არალეგიტიმურად არ მიიჩნევს, იმათთვის მინდა გასაგებად განვმარტო, რომ, იმ შემთვევაშიც თუ თქვენ თვლით რომ პარლამენტის არჩევნები ნორმალურად ჩატარდა და ეს პარლამენტი ლეგიტიმურია, პრეზიდენტი მაინც არალეგიტიმური შერჩებათ, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ ტარდება კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით.
კონსტიტუციასთან აქვთ აცდენა, რადგან კონსტიტუცია პარლამენტის შეკრებიდან 45 დღიან ვადას აწესებს, რაც 9 იანვარს უწევდა, თუ არ ვცდები. 9 იანვარს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. მინიმუმ 30 დღინაი ვადა მაინც უნდა დაცული ყოფილიყო", - - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ "ოცნება" ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.