ხვალინდელი არჩევნები არის იმ კომიკური პროცესის გაგრძელება, რასაც "ოცნება" აწარმოებს - ბადრი ჯაფარიძე
ხვალინდელი არჩევნები არის იმ კომიკური პროცესის გაგრძელება, რასაც "ოცნება" აწარმოებს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპი ეთერში განაცხადა.
ჯაფარიძე ხელისუფლებას არალეგიტიმურ ძალად აფასებს და ამბობს, რომ "ოცნებამ" ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია.
ის, რაც ხვალ იგეგმება არის გაგრძელება იმ კომიკური პროცესის, რასაც აწარმოებს "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდნენ, ჰყავთ, თვითმარქვია სპიკერი, თვითმარქვია პრემიერი, ეხლა "ოცნების" შიგნით შექმნეს ოპოზიცა, რომ დამატებითი დაფინანსება მიიღონ. ეხლა თავისი პრეზიდენტი ეყოლებათ. ამან მართლა კომიკური სახე მიიღო. სამწუხაროა, რომ ასეთ აბსურდამდე მივედით, როცა ხელისუფლებას უწოდებს თავს ძალა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, გავიდა კანონის ჩარჩოებიდან". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ "ოცნება" ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.